მომსახურების წესები და პირობები

1. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე რეგულაციებით გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

მიმწოდებელი - შპს "მილე" (ს/კ: 402079987), რომელიც ახორციელებს მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზებას და რეალიზაციას ანაზღაურების სანაცვლოდ.

მომხმარებელი - ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი ან კანონმდებლობით რეგისტრირებული იურიდიული პირი, ამხანაგობა, ინდივიდუალური მეწარმე.

კომპანიის საიტი: https://onlynatural.ge

მომხმარებლის პირადი პროფილი - მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული და მომხმარებლის მიერ პირადი მონაცემების საფუძველზე რეგისტრირებული პროფილი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ახორციელებს სასურველი ნივთის შეძენას.

ნივთის ნასყიდობის (შესყიდვის) პირობები - მიმწოდებელი მომხმარებელს აკეთებს შეთავაზებას (ფასის გამოცხადება) ნივთზე, რომლის შეძენაც შესაძლებელია ნაღდი და/ან უნაღდო ნასყიდობის შემთხვევაში.

ნაღდი ანგარიშსწორებით შესყიდვა - ნაღდი ანგარიშსწორებით ნივთის შეძენა შესაძლებელია (საიტზე მითითებული) მიმწოდებლის სავაჭრო და/ან სასაწყობო ობიექტებზე, თანხის ადგილზე გადახდის გზით, ან საკურიერო მიწოდების პირობებში უშუალოდ კურიერთან.

უნაღდო ანგარიშსწორებით შესყიდვა - უნაღდო ანგარიშსწორებით ნივთის შეძენა შესაძლებელია როგორც მიმწოდებლის ფილიალებში, ასევე ელექტრონულად - საიტის მეშვეობით. საიტზე მოცემული პირობების შესაბამისად მიმწოდებელი უზრუნველყოფს შესყიდული ნივთის ადგილზე მიწოდებას.

საიტით სარგებლობის წესები და პირობები - მომხმარებლის მიერ ვებ-რესურსზე https://onlynatural.ge განთავსებული წესები და პირობები.

უსაფრთხოების პირობები - ყველა ის პირობა, რომელიც ემსახურება მიმწოდებლის მონაცემებისა და მის საკუთრებაში არსებული ნივთის დაცვას. ასევე პირობები, რომლებიც განსაზღვრავს კომპანიის მიერ მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად მომხმარებლის მიერ მიწოდებული მონაცემების და/ან კომპანიის მიერ ნასყიდობის დადასტურებისთვის მომხმარებლის შესახებ მოძიებული ინფორმაციის და/ან სხვა სახის ინფორმაციის გამოყენებისა და დაცვის პირობებს, რომელთაც მომხმარებელი ეთანხმება კომპანიის ვებ-გევრდზე რეგისტრაციის გზით.

ნივთის დაბრუნება/გადაცვლა/შეკეთება - მომხმარებლის მიერ შეძენილი ნივთი, რომლის დაბრუნება ხორციელდება ნაკლოვანი ნივთისთვის დადგენილ საგარანტიო პერიოდში და რომლის ნაკლიც გამოწვეული არ არის ამ უკანასკნელის არადანიშნულებისამებრ გამოყენებით, შემთხვევით დაზიანებით, გამოყენებისათვის საჭირო ინსტრუქციის არასწორად მოხმარებით. ნივთის შეკეთება - ნივთის საგარანტიო ვადაში გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზი, რომლის აღმოფხვრაც შესაძლებელია ამ უკანასკნელის შეკეთებით.

2. საიტზე რეგისტრაცია

2.1. მომხმარებელი კომპანიის საიტზე რეგისტრაციით ან ავტორიზაციით ადასტურებს, რომ წაიკითხა და ეთანხმება საიტით სარგებლობის წესებსა და პირობებს და სხვა ყველა იმ რეგულაციებს რაც მიმწოდებელს აქვს გამოქვეყნებული ოფიციალურ საიტზე https://onlynatural.ge შემდგომში - “წესები“. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ამ წესებით დადგენილ შეზღუდვებს იგი უნდა დარეგისტრირდეს საიტზე.

2.2. მიმწოდებლის მიერ გამოქვეყნებული ნივთის ფასი შესაძლებელია შეცვალოს ნებისმიერ დროს. ამდენად, მომხმარებლის მიერ მხოლოდ სასურველ ნივთებში დამატება ვერ უზრუნველყოფს ფასის ცვლილების შეჩერებას. მომხმარებელი მომსახურების შეცვლილ პირობებს ეთანხმება კომპანიის საიტზე ავტორიზაციის გავლის გზით, ხოლო თუ ცვლილება ეხება ნივთის ღირებულებას, რომელიც შეძენილი არ არის, მომხმარებელს თავისი სურვილით შეუძლია ან შეიძინოს ნივთი ან გააუქმოს შეკვეთა.

2.3. მიმწოდებლის მიერ გამოქვეყნებული ცვლილებები არ გავრცელდება უკვე არსებულ ვალდებულებებზე.

2.4. საიტზე რეგისტრაცია - საიტზე რეგისტრაციისთვის მომხმარებელს, რეგისტრაციისთვის განკუთვნილ გვერდზე ავსებს შესაბამის სარეგისტრაციო ფორმას. ფორმაშო ფიფქის სიმბოლოთი * მონიშნული ველების შევსება სავალდებულოა.

2.5. დაუშვებელია, მომხმარებლის მიერ საიტზე განხორციელებული ისეთი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის საიტის და/ან მომსახურების ნორმალურ მიწოდებას, ან ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და წინამდებარე რეგულაციებს.

2.6. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას სხვა პირის საბანკო ბარათით ან პირადი მონაცემებით რეგისტრაციისას ან საქონლის შეძენისას, შემძენზე გადადის ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც სხვისი პირადი მონაცემებისა და საბანკო ბარათით სარგებლობისათვის არის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. მიმწოდებელი იტოვებს უფლებას გადასცეს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს სრული ინფორმაცია პირის მიერ საქონლის შეძენის ან სხვა ოპერაციების თაობაზე.

2.7. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებლის პერსონალური მონაცემები დაცული იქნება სრულად.

3. ნივთის შეძენა მიმწოდებლის საიტის მეშვეობით

3.1. მიმწოდებელი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციას. ნივთის რეკლამისა და გაყიდვის მიზნით, მიმწოდებელი საიტის მეშვეობით ახორციელებს მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზებას, რომლის შეძენაც შესაძლებელია საიტზე მოცემული გადახდის საშუალებების მიხედვით.

3.2. ნივთის საიტზე შეძენისას მომხმარებელს შენაძენი მითითებულ მისამართზე მიეწოდება. თუ მიტანა რაიმე ფორსმაჟორული ვითარებების გამო არ არის ხელმისაწვდომი, მიმწოდებელი ამის შესახებ აცნობებს მომხმარებელს სატელეფონო ზარის ან, SMS-ით, საიტზე რეგისტრაციის ან შეკვეთის განხორციელების დროს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მონაცემების შესაბამისად. ნივთის მიწოდების შემდეგ, მხარეები აფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს, იმ შემთხვევაში თუ მიწოდებული ნივთი ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას მიმწოდებელი გადასცემს მომხმარებელს ნივთის საგარანტიო ფურცელს.

3.3. ნივთის მიწოდების მომსახურების ღირებულებას განისაზღვრება ინტერნეტ-მაღაზიის პროდუქტის შეძენის გვერდზე და აისახება ყველა სახის ანგარიშებში.

3.4. ინტერნეტ-მაღაზიის წარმოდგენილი ყველა სახის ნივთის ელექტრონული შეძენა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში.

3.5. დანიშნულების ადგილზე ნივთის დაგვიანებით მიტანის შემთხვევაში მიმწოდებელი არ აუქმებს შეკვეთას და არ ანაზღაურებს მიტანის საფასურს.

3.6. მომხმარებელი გაფრთხილებულია, რომ არასრული ავტორიაზაციის, არასრული საკონტაქტო ინფორმაციის, არაზუსტი მისამართის და მოწოდების ინტრუქციების არსებობის შემთხვევაში, პროდუქციის მიწოდების შეფერხებაზე/შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. განმეორებით ვიზიტის ან სხვა მისამართზე მიწოდების შემთხვევაში, მომხმარებელი დამატებით იხდის მიწოდების საფასურს.

3.7. ადგილზე მიწოდების შემდეგ, მომხმარებელი უზრუნველყოფს სათანადო პირობებს ნივთის ჩაბარებისათვის. მიმწოდებელი პასუხს არ აგებს იმ დაზიანებაზე, ღირებულებასა ან ხარჯზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას მიუვალ ადგილზე, ან არასათანადო პირობების შედეგად.

3.8. ნივთის გადაცემა მოხდება მხოლოდ იმ მომხმარებელზე, რომელმაც გააკეთა შეკვეთა ან მის მიერ მითითებულ პირზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს მიმწოდებელს ნივთის ჩამბარებელი პირის შესახებ (სახელი, გვარი და პირადი ნომერი) წინააღმდეგ შეთხვევაში შეძენილი ნივთის გადაცემა არ განხორციელდება. ნივთის ჩაბარების მომენტში აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

4. მხარეთა პასუხისმგებლობა

4.1. მომხმარებელი, საიტზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ მის მიერ რეგისტრაციის დროს წარდგენილი ინფორმაცია არის უტყუარი, ზუსტი და იურიდიული ძალის მქონე, შემდგომში მოწოდებული ინფორმაციაც ასევე იქნება უტყუარი. თუ მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები იცვლება, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპანიას ამის შესახებ და მიაწოდოს შეცვლილი მონაცემები. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიერ ბოლოს დაფიქსირებული საკონტაქტო მონაცემების მიხედვით გაგზავნილი ინფორმაცია მიღებულად ჩაითვლება.

4.2. მიმწოდებელი იყენებს მომხმარებლის საკონტაქტო მონაცემებს მისთვის ოფიციალური შეტყობინებისა და შეკვეთილი ნივთის ჩაბარების მიზნით, ამდენად, მომხმარებლის მიერ ელ.ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების არგაცნობა მიმწოდებლის მიერ არ მიიჩნევა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად.

4.3. დაუშვებელია საიტზე არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია. თუ არასრულწლოვანი პირი ასაკის გაყალბებით შეიძენს ნივთს, ნივთის მისაღებად მან უნდა წარმოადგინოს მშობელი ან მეურვე. დაუშვებელია შეზღუდულქმედუნარიანი პირის, ან მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირის რეგისტრაცია საიტზე, თუ ნივთის შეძენა მხარდამჭერის არაკეთილსინდისიერი ქმედებით ხორციელდება.

4.4. საიტზე რეგისტრაციის შემდეგ, რეგისტრირებული მომხმარებელი აგებს პასუხს მომხმარებლის სახელისა და პაროლის გაუმჟღავნებლობაზე. მიმწოდებელი იხსნის პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რაც პირადი პროფილის მესამე პირის მიერ გამოყენების შედეგად შეიძლება დადგეს.

5. დამატებითი პირობები

5.1. წინამდებარე წესები ძალაშია თითოეული მომხმარებლისთვის მისი რეგისტრაციიდან და/ ან ავტორიზაციიდან მიმწოდებლის ლიკვიდაციამდე.

5.2. მომხმარებელი რეგისტრაციით და/ან ავტორიზაციით ადასტურებს, რომ ის გაეცნო მომსახურების პირობებს, შენიშვნა ამ პირობების მიმართ არ აქვს, ეთანხმება მას და ადასტურებს, რომ დაიცავს განუხრელად ამ პირობებს.

5.3. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ნებისმიერი უთანხმოება თავდაპირველად წყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს საქართველოს სასამართლო.

5.4. წინამდებარე რეგულაციები შედგენილია ქართულ ენაზე.

5.5. წინამდებარე რეგულაციები ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

onlynatural.ge ადმინისტრაცია